3 წლის წინ, შვეიცარიაში, საფუძველი ჩაეყარა IBM-ისა და EPFL (Ecole Polytechnique Federale de Lausanne) ერთობლივ პროექტს სახელწოდებით “Blue Brain”. პროექტის დამფუძნებელია Henry Markram, Brain and Mind Institute–დან, რომელიც ლოკალიზებულია EPFL–ში. პროექტის მიზანია შეიქმნას ადამიანის თავის ტვინის ციფრული, კომპიუტერული 3D მოდელი, რაც საშუალებას მისცემს მეცნიერებს თვალნათლივ შეისწავლონ თავის ტვინის ციტოარქიტექტონიკა, მასში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესები და ის დისფუნქციური ცვლილებები, რომლებიც ვითარდებიან სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის დროს. კერძოდ კი, მთავარი დაინტერესების საგანი თავის ტვინის რუხი ნივთიერებაა, ანუ ქერქი (cortex), სადაც ლოკალიზებულია ტვინის ყველა მაღალდიფერენცირებული სტრუქტურა: მეტყველების, აზროვნების, მეხსიერების და ა.შ. როგორც ცნობილია, თავის ტვინის ფუნქციები, რეალიზდება არა ერთი ნეირონის, არამედ ნეირონთა ქსელის საშუალებით. ამ ქსელს ეწოდება neocortical column (NCC), იგი არის საბაზისო ფუნქციურ ერთეული და წარმოადგენს 60,000 ნეირონისგან შემდგარ, 0,5 მმ სიგანის და 2 მმ სიმაღლის სტრუქტურას.
თავის ტვინის ციფრული სამგანზომილებიანი მოდელი, მეცნიერებს სშუალებას მისცემს შეისწავლონ თუ როგორ ხდება თავის ტვინში მონაცემთა დამუშავება და ინფორმაციის გაანალიზება, ასევე გამოიყენონ ეს მოდელი, როგორც პლათფორმა ახალი ნეირო–მედიკამენტების შესაქმნელად და ბოლოს, ამ კვლევაში მიღებული სასარგებლო ინფორმაცია, საფუძვლად დაუდონ მომავლის კვლევებს.
Blue Brain Project–ს საფუძვლად უდევს ბოლო 100 წლის დანმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია თავის ტვინის შესწავლის საკითხში, განსაკუთრებით კი ბოლო 10 წლის ექსპერიმენტების მონაცემები და შედეგები.
ვინც ცოტათი მაინც ერკვევით კომპიუტერებში, ალბათ იცით თუ რამხელა კომპიუტერულ რესურსს მოითხოვს ერთი 3D კადრის შექმნა და რენდერინგი. აქ კი საქმე გვაქვს თავის ტვინთან, თავისი ურთულესი სამგანზომილებიანი ციტოარქიტექტონიკით, მილიარდობით ნეირონით და კიდევ უფრო მეტი სინაფსით (სინაფსი–ნეირონების აქსონების, ან დენდრიტების შეერთების ადგილი). ამ ყველაფრის ციფრული მოდელირება ვერ მოხდება უბრალო პერსონალური კომპიუტერებით ან სერვერებით, აქ საჭიროა ზემძლვრი გამოთვლითი სისტემები; სწორედ ასეთს წარმოადგენს IBM-ის სუპერკომპიურერი “Blue Gene”, რომლის ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
- Machine Peak Speed (Tflop/s) – 180 / 360*
- Total Memory (Tbytes) – 16–32
- No. of Nodes – 65,536
- CPUs per Node – 2
- Peak Speed/Node (Gflop/s) – 2.8
- Memory Bandwidth (TB/s) – 360
- Installation Date – ~12/2004
“Blue Gene”-ის ასაგები პროექტი, ასევე მის მსგავს სხვა სუპერკომპიუტერთან ერთად $290 მილიონი დაჯდა. საკმაოდ შთამბეჭდავია არა?
პროექტის ავტორთა განცხადებით მათი მიზანი არაა ხელოვნური ტვინის, ან ხელოვნური ინტელექტის შექმნა. მათი მიზანია რაც სეიძლება კარგად და ახლოს გაეცნონ თავის ტვინის ფუნქციებს და Blue Brain Project–ი გამოიყენონ როგორც იარაღისამეცნიერო კვლევებისათვის.
Links: Blue Brain Project–ის ოფიციალური ვებგვერდი
IBM–ის – კვლევების განყოფილება



wow ) ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს..
ჰო
მართლაც რომ მასეა
მეცნიერება კი მართლაც რომ წინ წავიდა, ჩვენ კი ჩამოვრჩით სამწუხაროდ
luka rogorc koveltvis kai ragaceebs tsers blogze. me ver chavujeqi erti raime kai statia rom gamovacxo – iqneb dgeisatvis an xvalisatvis rame mogatsodot.
bravo Luka, magari xar!
ase rom chemo luka ukve avtoris postidanb administratorisaze gadagikvane…ase rom shegidzlia blogis parametrebshic idzromilo da kvelafris shecvlis uflebac gaqvs, mat shoris chemi da sheni statiebis redaqtirebisac.
aba shen ici
:ჩემი გაოგნებული სმაილიკი:
:ჩემი გაოგნებული სმაილიკი:
:ჩემი გაოგნებული სმაილიკი:
აქ მეტი რა ვთქვა არ ვიცი, უდიდესი მადლობა
PM ნახე იკა.
ვახ ვახ
საინტერესოა, საინტერესო
დაჟე იდეები მომივიდა თავში თემებთან დაკავშირებით
luka she sayvarelo
agfrtovanebuli var, ogond martla!!!
wow Zaaan magaria
sagol shen
Sagol Luka, magaria, dzalian damainteresa am proeqtma.
lgogokhia (Lasha) შენ ხარ?
თუ სხვა ლაშა ხარ?
ჰო, შექებისთვის დიდი მადლობა!
არა, მე სხვა ლაშა ვარ
ჰო, შემეშალა, 1000 excuses