მოგესალმებით ყველას! ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ბლოგზე სტატია აღარ დადებულა. ამას აქვს თავისი ობიექტური და სამწუხაროდ სუბიექტური მიზეზები. თუმცა ამჯერად ძალიან სასიამოვნო ამბავი უნდა გაუწყოთ
როგორც იცით დღეს ქართული პრესა და ტელევიზია მეცნიერებას ძალიან მცირე ყურადღებს უთმობს, რაც უდავოდ ნეგატიური მოვლენაა, რადგანაც ამის გამო შემეცნებითი სტატიების და გადაცემების ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად კლებულობს. თუმცა საბედნიეროდ არიან ისეთი გამონაკლისებიც, რომელთათვისაც მეცნიერება კვლავ პრიორიტეტია და ხელს უწყობენ მის პოპულარიზებას, რათა დაინტერესებულ მკითხველს მიაწოდონ საინტერესო და თანამედროვე შემეცნებითი მასალა ამა თუ იმ სახით.
სწორედ ასეთი გამონაკლისია სამეცნიერო ტექნოლოგიური გამოცემა ნავიგატორი (Navigator.ge).

ნავიგატორი პერიოდულად გთავაზობდათ შემეცნებით სტატიებს მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან. ასევე საინტერესო სტატიებს კომპიუტერულ და მობილურ ტექნიკაზე, სახადასხვა software-hardware-ზე, მულტიმედიურ გადაწყვეტილებებზე. ასევე ქრონოლოგიურად ხდებოდა როგორც ჩვენს ქვეყანაში ისე გლობალურად მიმდინარე ICT სიახლეების ანონსირება. მოკლედ ნავიგატორს ნამდვილად უჭირავს ქართულ ბეჭდვით გამოცემებში საკუთარი ადგილი და ათობით სხვადასხვა სახის ყვითელი პრესის ფონზე ცდილობს მოგაწოდოთ შემეცნებითი და სასარგებლო ინფორმაცია.
ამიერიდან კი ნავიგატორში ჩემი სტატიებიც დაიბეჭდება. ოქტომბერი საცდელი თვე იქნება, ვნახოთ როგორ ჩაჯდება გამოცემის ფორმატში. იმედი მაქვს მოგეწონებათ. თქვენი აქტივობა იქნება ინდიკატორი იმისა, რომ ამ ქვეყანაში მეცნიერებით კიდევ არიან დაინტერესებულნი. სტატიები იქნება პოპულარულ ენაზე დაწერილი და გათვლილია ფართო სპექტრის მკითხველისათვის. ნებისმიერი შენიშვნა თუ წინადადება ჩემთვის მისაღებია და შეგიძლიათ თამამად გამიზიაროთ თქვენი მოსაზრებები
წარმატება ვუსურვოთ ნავიგატორს და მის რედაქციას…. ასევე მეც
E=mc²
გილოცავ ლუკა; აბა შენ იცი, ახლა მხოლოდ წარმატებები
გმადლობთ ირაკლი, ვეცდები ეგრეც გავაკეთო
შენც წარმატებები!
ნამდვილად, ძალიან სამწუხაროა რომ სამეცნიერო საკითხებს ყურადღება პრაქტიკულად არ ექცევა!
განსაკუთრებით, საინტერესო იყო პოპულარული ენით დაწერილი სტატია ბინარული კოდის შესახებ.
კარგი იქნება, თუ განაგრძობთ სამეცნიერო საკითხებზე კვლავ წერას!
WBR: ALL
sainteresoa es yvelaferi, sakmaod didi daintereseba aqvs, 2 dgiswin iyo daaxlovebit am temaze laparaki da aq momaswavles, mainteresebda ras werdit. gamixardeba tu kidev daamatebt sxvadasxva monacemebs. siamovnebit vadevnebt tvals
გმადლობთ გამოხმაურებისათვის! ჰო, ბლოგის განახლებაში მოვიკოჭლებთ, მაგრამ თუ ნავიგატორთან ვითანამშრომლეთ იქნებ უფრო წინ წავიდეთ კიდეც
შემდეგი სტატია იქნება ნანოტექნოლოგიებზე
ძალიან საინტერესო ბლოგია. კარგი იქნება თუ ბლოგზე პერიოდულად დაიდება თანამედროვე სამეცნიერო სფეროებიდან სხვადასხვა მიღწევების და გამოგონებების შესახებ ინფორმაცია. საიტი და მისი ავტორი უდავოდ დაიმკვიდრებენ ადგილს ქართულ სამეცნიერო ვებ–სივრცეში. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება სატზე ახალი ინფორმაციის ნახვა მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან , მშობლიურ ქართულ ენაზე (რაც დღევანდელ დღეს დიდი პლიუსია, ქართული სამეცნიერო ლიტერატურის სიმცირის გამო!!!!!) კარგია ნავიგატორთან თანამშრომლობა. ამ ბლოგს ბევრი დაინტერესებული ისედაც კითხულობს, ამიტომ გაზეთ ნავიგატორთან თანამშრომლობა ჩემი აზრით წაადგება როგორ ავტორს ასევე სამეცნიერო–ტექნიკურ გაზეთს.