დღეს, ფორუმზე რომ შევიხედე, ირაკლის ძალიან სასიამოვნო პოსტი აღმოვაჩინე :) დიდი მადლობა ირაკლის ასეთი მშვენიერი ინფოს მოწოდებისათვის. ეს გახლავთ ქართველი მეცნიერის, გია დვალის 5 ლექცია, 2009 წლის საზაფხულო სტუდენტური ლექციების კურსიდან, რომელიც ჩატარდა ცერნში.

გია დვალი
მისი ლექციები შეეხება სტანდარტული მოდელის ფარგლებს გარეთ არსებულ მოვლენებს, რომელიც თანდათან აქტუალური ხდება მეცნიერებისათვის, იმ თვალსაზრისით რომ ფიზიკა წინ მიიწევს და ირკვევა რომ სტანდარტული მოდელი შეიძლება არცთუ ისე ყოვლისმომცველი აღმოჩნდეს და საჭიროებს შევებას.
ლექციები ინგლისურ ენაზეა, მაგრამ გია ძალიან გასაგებად საუბრობს, ასე რომ არამგონია რამე გაუგებარი დაგრჩეთ
ესეც ლექციები:
ლექცია I: http://cdsweb.cern.ch/record/1193112
ლექცია II: http://cdsweb.cern.ch/record/1194048
ლექცია III: http://cdsweb.cern.ch/record/1194476
ლექცია IV: http://cdsweb.cern.ch/record/1194477
ლექცია V: http://cdsweb.cern.ch/record/1194481
ეს კი გახლავთ მთლიანად Summer Student Lecture Programme Course 2009 კატალოგის ბმული, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო თემატიკა აირჩიოთ
Summer Student Lecture Program Course 2009
აბა, მოკალათდით და ჩავუჯდეთ ლექციებს
P.S. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ირაკლის
ესეც ასე
მშვენიერი ვიდეო მასალაა
წარმოდგენა არა მაქვს, მოვახერხებ თუ ვერა ამის ყურებას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძააააალიან დიდი მადლობა!!!
ჯავახიშვილში რო იყო ის არ გადაიღეეს? როგორ მინდოდა წასვლა და ვერ მოვახერხე…..
საიტი კარგია, მომწონს კარგად მუშააობთ
ჯავახიშვილში როდის იყო რო???????? როდის ჩატარდა????!!!!!