მოგესალმებით
გთავაზობთ http://mecniereba.org-ის პატარა მიმოხილვას მისი ავტორისგან. პროექტი ღიაა და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც სურვილი აქვს რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში სამეცნიერო კონტენტი კიდევ უფრო გამრავლდეს. მინდა გითხრათ რომ ის საქმე, რასაც http://mecniereba.org-ის ავტორები აკეთებენ – უნიკალურია. ჯერჯერობით, მათ გარდა არ ვიცნობ ხალხს რომლებიც მსგავს საქმეს აკეთებდნენ მხოლოდ ენთუზიაზმით. შეიძლება მე ვცდები და არიან სხვებიც, ვინც საგანმანათლებლო წიგნებს თარგმნის. თუ თქვენ იცით მათ შესახებ, არ დაიზაროთ, გაგვიზიარეთ ცოდნა კომენტარებში
გამარჯობა,ლუკას ამ შესანიშნავ ბლოგზე, მინდოდა მოკლედ მიმომეხილა საიტი mecniereba.org. მე თავად გახლავართ ამ საიტის ერთ-ერთი დამფუძვნებელი. იმედი მაქვს, მიკერძოებაში არ ჩამითვლით ზოგიერთ ჩემს მოსაზრებას მის თაობაზე
დავიწყებ იმით, რომ ამ საიტის მიზანი საკმაოდ მარტივია: რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო თემატიკის ქართულენოვანი წიგნის მიწოდება მკითხველზე. დღეს სამეცნიერო წიგნების გამოცემა ნაბეჭდი სახით მომგებიანი საქმიანობა ვერ იქნება. ამიტომ ამ საიტზე წიგნები ვრცელდება ინტერნეტით ელექტრონულ ფორმატში; თანაც ეს წიგნები სრულიად უფასოა.ახლა ორიოდე სიტყვით ამ საიტის შემქმნელების შესახებ. ის მე და მამაჩემმა დავაარსეთ. მამაჩემი, ალბერტ ყურაშვილი, მათემატიკის გამოცდილი პედაგოგი და ჭადრაკის ოსტატია. მე, დიმიტრი ყურაშვილი, ფიზიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, და ეს ბოლო ხანია მივსდევ პროგრამირებას. როდის მოხდა არ მახსოვს, მაგრამ ერთ დღეს დაგვებადა ამ საიტის შექმნის იდეა. დომეინი 2010 წლის მაისში დავარეგისტრირეთ და მაშინვე დავიწყეთ პირველი წიგნის “დიგიტალიზაციაზე” მუშაობა. შემდგომში საიტის ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია ადამიანთა საკმაოდ დიდმა წრემ, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი წვლილის სახით.უპირველეს ყოვლის ალბათ ისაა საინტერესო თუ რა გამოვეცით უკვე და რის გამოცემას ვაპირებთ.რაც შეეხება უკვე გამოქვეყნებულ მასალას. ორი წიგნი: ი. პერელმანის “სახალისო ფიზიკა” და რ. კურანტის “რა არის მათემატიკა”, უკვე მომზადებულია. აქედან პირველი უკვე ატვირთულია და მისი წაკითხვა სრულად შეგიძლიათ. რაც შეეხება მეორე წიგნს — კურანტის “მათემატიკას” — ის უკვე ბოლომდეა რედაქტირებული და მისი ფორმატირება და ინტერნეტში ატვირთვა სწორედ ახლა მიმდინარეობს: თქვენ უკვე შეგიძლიათ მისი კითხვა, ხოლო მასალა დღითი-დღე ემატება. სავარაუდოდ რამდენიმე კვირის მანძილზე ის საბოლოოდ იქნება ატვირთული.ამჟამად მიმდინარეობს კიდევ სამი წიგნის: პერელმანის “ცოცხალი მათემატიკის”, კლაინის “ელემენტარული მათემატიკის” და, ყველაზე მოთხოვნადი, გუბსერის “სიმების თეორიის” მომზადება. “ცოცხალი მათემატიკის” ქართული თარგამანი უკვე არსებობს და უბრალოდ ხდება მისი გადაყვანა ციფრულ ფორმატში. კლაინის “ელემენტარული მათემატიკა” ითარგმნება გერმანული გამოცემიდან, ხოლო “სიმების თეორია” კი — ინგლისურიდან. ჩვენი შეფასებით, პირველი ორი წიგნი საკმაოდ მალე იქნება ხელმისაწვდომი. “სიმების თეორია” კი ალბათ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
გუბსერის “სიმების თეორია” ეხება მეცნიერების მოწინავე და სწრაფად განვითარებად დარგს, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს ახალი მოდელის შექმნას, რომელშიც გაერთიანებული იქნება გრავიტაცია და კვანტური ფიზიკა. მიუხედავად თემის სირთულისა ეს წიგნი დაწერილია მარტივი, ადვილად აღსაქმელი ენით. ეს წიგნი სავარაუდოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს მკითხველთა ფართო წრეებში. ამიტომ მისი გადაქართულება მეტად პრიორიტეტული ამოცანაა. დღეს უკვე თარგმნილია ამ წიგნის ხუთი თავი. დარჩენილი სამი თავის თარგმანი კი ამ მომენტისთვის შეჩერებულია. თუ გაქვთ სურვილი, გარკვეული ანაზღაურების ფასად, დაეხმაროთ ამ წიგნის თარგმანის ბოლომდე მიყვანაში, მაშინ მიჰყევით ამ ბმულს, სადაც შეგიძლიათ ამ საკითხის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ.აი ესაა mecniereba.org-ის ამჟამინდელი მდგომარეობა: ორი მომზადებული წიგნი, ორიც, რომლის მომზადება სტაბილური ტემპით მიმდინარეობს, და ერთი, ძალიან საჭირო წიგნი, რომელის მომზადება ამ ეტაპზე შეფერხებულია. mecniereba.org პატარა გუნდია და არსაიდან არ იღებს დაფინანსებას, ამიტომ შესაძლოა ბევრს ვერ შესთავაზებს საკუთარ მკითხველებს, მაგრამ ის რაც კეთდება საკმაოდ ხარისხიანი ჩანს.რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. რაღათქმაუნდა პირველ რიგში — რაც შეიძლება მეტი საინტერესო წიგნი! ამასთან დაკავშირებით მინდოდა მომეწოდა თქვენთვის, რომ თუ გაგაჩნიათ შესაბამისი თემატიკის წიგნი ქართულ ენაზე, ან გაქვთ იდეა უცხოენოვანი მასალა თარგმნოთ ქართულად, მაშინ აუცილებლად დაუკავშირდით mecniereba.org-ს, რომელიც მზადაა ყველანაირად დაგეხმაროთ თქვენი მასალა მიიტანოთ მკითხველამდე.კიდევ ერთი მიმართულება, რაც ჯერ შეუსრულებელი რჩება, არის mecniereba.org-ის შეზღუდული თემატიკა, რომელიც მოიცავს მხოლოდ ფიზიკას და მათემატიკას. სავარაუდოდ მომავალში მოხდება ამ თემატიკის გაფართოება, პირველ რიგში, კომპიუტერული მეცნიერების და ბილოგიის მიმართულებით.წიგნების რაოდენობის და თემატიკის გაფართოების გარდა, mecniereba.org მუშაობს ელექტრონული ფორმატების განვრცობაზეც. გარდა ვებ-გვერდზე წაკითხვისა, უახლოეს მომავალში გექნებათ საშუალება წიგნის PDF ვერსია გადმოწეროთ. რაც შეეხება სხვა პოპულარულ ფორმატებს, როგორიცაა ePub (Apple, Sony) და ამაზონის Kindle ფორმატები, ისინი დღეს-დღეობით არ არიან მზად იმისთვის, რომ ტექსტის ის დეტალზაცია გადმოსცენ, რაც აუციელბელია სამეცნიერო პუბლიკაციისთვის. თუმცა ყველაფერი ვითარდება. შევეცდებით არ ჩამოვრჩეთ უახლოეს ტექნოლოგიებს, და როგორც კი ამის საშუალება იქნება, უფრო მეტი არჩევანი შემოგთავაზოთ ამ მიმართულებითაც.ბოლოს მხოლოდ იმას დავამატებ, რომ mecniereba.org არ არის მხოლოდ მისი ამჟამინდელი გუნდის კუთვნელება. ის ეკუთვნის ყველა თქვენგანს, ვისაც ჩვენსავით უყვარს მეცნიერება და მასში სიამოვნების წყაროს ხედავს. ჩვენ ღია ვართ თქვენი შენიშვნებისთვის და წინადადებებისთვის და თქვენი იდეებისთვის. ნუ იყოყმანებთ — დაგვიკავშირდით!
დიმიტრი, samecniero.net წარმატებას გისურვებს!!!






ლუკა, მადლობა, კეთილი სურვილებისთვის და იმისთვის რომ ამ ბლოგზე დადე ჩემი ნაწერი
მემგონი ადვილი იქნება ვებ გვერდზე განთავსებული წიგნის ნებისმიერ ფოტმატში კონვერტორის დაწერა ისე კი საშუალოდ თითო გვერდზე ორი-სამი გაუმართავი წინადადება და თვალში მოხვედრადი უხეში შეცდომა მოდის მაგალითად 77-ე განედის თუ პარალელის ნაცვლად მე-77 წერია და ასე შემდეგ…
და კიდევ არ შეიძლება რომ ძველი ილუსტრაციები თანამედროვეთი შეიცვალოს ?
@BioHazard გრამატიკული შეცდომების პრობლემები მართლაც არსებობს. აუცილებლად გადავხედავთ მათ, როგორც კი მოგვეცემა ამის შესაძლებლობა.
რაც შეეხება ფორმატების კონვერტირებას მთლად ბოლომდე ვერ მივხვდი ასე მარტივად როგორ შეიძლება ყველაფრის გადაყვანა.
ილუსტრაციებს რაც შეეხება. მგონი საკმაოდ მისაღები ხარისხის ილუსტრაციებია. “გათანამედროებაში” რას გულისხმობთ?
მადლობა შენიშვნებისთვის.
ეს ნამდვილად დაგვეხმარება უკეთესი გავხადოთ ჩვენი საიტი
ანუ მანდ ხომ დასკანირებული ილუსტრაციები გაქვთ ალბათ. ავტომობილი ოქროს ისარი თქვენთან: http://mecniereba.org/images/books/physics-for-ent/fig001.png ავტომობილი ოქროს ისარი ფერადი: http://www.scaleautoworks.com/gafq3.jpg
@BioHazard, ინტერნეტიდან ამოღებულ სურათებს გვერჩივნა ისეც დასკანირბული გამოგვეყენებინა. მითუფრო, რომ ამითი წიგნის შინაარს არაფერი აკლდება
ინტერნეტიდან შემთხვევითად ამოღებული გამოსახულებებით დასურათებული წიგნები არ აკლია ჩვენს ბაზარს. ჩვენ რაღაც უფრო გამოვნებიანის გაკეთებას ვცდილობდით. ვფიქრობ, რომ მიუხედავად სიძველისა, ორიგინალური ილუსტრაციები შეუდარებელია.
kargiaaaa
kargia bichebo, mtavaria ar modundet,ase gaagrdzelet
magaria aba tqven icit biwebo
Zalian originaluri ilustraciebia me momewona
გახანგძლიებული პაუზის შემდეგ ავტვირთე ახალი წიგნი “ცოცხალი მათემატიკა”:
http://mecniereba.org/read/math-perelman
იმედია ისიამოვნებთ იქ მოყვანილი ამოცანების ამოხსნით.