ანუ რატომ “არ” გაანადგურებს დედამიწას ცერნის ახალი ამაჩქარებელი
სანამ კომპეტენტურმა “სწავლულებმა” ადრონული ამაჩქარებელი გაუშვეს 10 სექტმებერს შვეიცარია–საფრანგეთის საზღვარზე, მათ გამოუშვეს არაერთი უსაფრთხოების რეპორტი, რითაც ცდილობდნენ საბოლოოდ დაერწმუნებინათ კაცობრიობა 27 კილომეტრიანი გიგანტის უვნებლობაში. მართალია მეცნიერები ვარაუდობენ “ჰიგსის ბოზონის”, ფარული ენერგიის და სხვა მსგავსი ეგზოტიკური თეორიიდან ნაწინასწარმეტყველები მოვლენების დანახვას, რაც თანამედროვე მეცნიერების აზრით წარმოადგენს ჩვენი სამყაროს საშენ მასალას.
მართალია ეს “საშენი მასალა” არც თუ ისე სახიფათოდ ჩანს ამ გადმოსახედიდან, თუმცა ბევრს ეშინია და ეშინია იმ მოსაზრების გამო, რომ ფიზიკამ “ზუსტად” არ იცის თუ რა ხდება იმ ზღურბლის იქით, რასაც ცერნის სინქროფაზატრონმა უნდა გადააბიჯოს. მათ განსაკუთერებით ეშინიათ სამყაროში ყველაზე უფრო “საზარელი” ობიექტების – შავი ხვრელები, რომელბიც ყველაფერს ისრუტავს გარშემო – მასა იქნება ეს თუ სინათლის სხივი. ამიტომაცაა რომ მათ “შავ ხვრელებს” ეძახიან – მათგან ჩვენთვის “ხილული” არაფერი აღწევს და ერთადერთი რითიც შეგვიძლია ისინი დავასხასიათოთ არის მასა, რომელსაც ისევ და ისევ ფიზიკის კანონებიდან გამომდიანარე მის გარშემო მოძრავი სხვა სხეულებიდან ვარკვევთ და ვაზუსტებთ.
თავად შავი ხვრელები აწ უკვე “მკვდარი” მასიური ვარსკვლავებია, რომეთა წიაღშიც მიმდინარე ბირთვული რეაქციები ჩაქრა. შეგახსნებთ, რომ ეს ბირთვული რეაციებია რაც სამყაროში მილიარდობით ვარსკვლავს ანათებს და უზრუნველყოფს დედამიწას იმ სითბოთი, რის გამოც ჩვენ პლანეტაზე სისცოცხლე ჩამოყალიბდა. რეაქციების “ჩაქრობის” შემდეგ გრავიტაცია სძლევს ვარსკვლავს და ხდება მისი “კოლაფსი” – შემჭიდროვება. შავ ხვრელებს ხშირად ახასიათებენ შვარცილდის რადიუსით, რომელიც არის მანძილი შავი ხვლეის ცენტრიდან, რომლის იქით მოახლოებისას საჭიროა რომ სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობდე თავი რომ დააღწიო ამ მონსტრს.
ახლა ბევრს დაინტერესებს თუ რა კავშირია ამ ყველფერს შორის – სად მასიური ვარსკვლავები, მათი კოლაპსი, შავი ხვრელები და სად ეს “ჩვენი” ამაჩქარებელი, რომლისაც ასე გვეშინია. თუმცა ზოგ–ზოგიერთებს მიაჩნიათ რომ იმ ენერგიებზე რაზეც LHC–ს მოუწევს ოპერირება საკმაოდ “ალბათურია” მიკროსკოპული შავი ხვრელის შექმნა, რომელიც ჯერ ამაჩქარებლიდან დაიწყებს ყველაფრის შთანთქმას, ხოლო შემდეგ მისი მადა მთლიან დედამიწასაც გადასწვდება. ზოგი ფანტასტები განადგურებას არამარტო დედამიწას, ასევე მზის პლანეტასაც კი მიაწერდნენ, თუმცა როგორც “ჯერჯერობით” სჩანს ამაოდ.
სულ ახლახანს განახლებულ LHC–ს უსაფრთხოების შემფასებელი დამოუკიდებელი საბჭოს გამოცემაში ვკითხულობთ (http://www.iop.org/EJ/article/0954-3899/35/11/115004/g8_11_115004.pdf?request-id=4a164aed-6359-4517-b204-1dd7b4a14940):
ნებისმიერი მიკროსკოპული შავი ხვრელი რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ცერნის ამაჩქარებელში მოსალოდნელია დაიშალოს ჰოუკინგის გამოსხივების გამო, სანამ იგი მიაღწევს დეტექტორის კედლებს. თუ იარსებებდა სტაბილური მიკროსკოპული შავი ხვრლები, მაშინ ისინი უკვე წარმოქმნილი უნდა იყვნენ დედამიწის ან სხვა კოსმოსური სხეულების მოცულობაში კოსმოსური სხივების საშუალებით. კოსმოსურ სხეულებზე არსებული დაკვირვებები და მათი სტაბილურობა მიგვანიშნებს მსგავსი მიკროსკოპული შავი ხვრელების აკრეციის (აორთქლების) სისწრაფეზე და ამგვარად ისინი არ წარმოადგენენ ანგარიშგასაწევ საფრთხეს.
აქ იგივე არგუმენტია მოყვანილი იმის შესახებ, რასაც არაერთხელ ვამბობდი – კოსმოსური სხივები, რომელიც დამზერილია მეცნიერების მიერ და მათი ენერგია ისევ და ისევ აღემეტება იმას რისი მიღებაც ჩვენ შეგვიძლაი თანამედროვე დანადგარებზე. ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში დედამიწა უკვე კაი ხანი იქნებოდა “განადგურებული” მათ მიერ და თუ დედამიწას შევეშვებით, გარშემო დაკვირვების არეალში უამრავი სტაბილური ციური სხეული გვყავს, რომლებიც ასევე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. თითქოსდა ჩანს, რომ ამაჩქარებლის გაშვება ამ მხრივ სრულიად უსაფრთხოა და მისი გამოყენება ყოყმანის გარეშე შეგვიძლია.
სხვა საფრთხეებს უკავშირებენ ისეთი ეგზოტიკური სტრუქტურების წარმოქმანას, როგორიცაა “სტრეინჯლეტები” – სტრეინჯ კვარკის შემცველი თეორიული სტრუქტურები, რომლებიც ჩვეულებრივ ბირთვებზე უფრო მტკიცეა. მათი წარმოქმნა ინიცირებას გაუკეთებდა გარკვეული ტიპის სინთეზის რეაქციებს, რის შედეგადაც დედამიწა “სთრეინჯ” ვარსკვლავის ტიპის ციურ სხეულად გადაიქცეოდა. თუმცა ისევ და ისევ დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭო ამის შესაძელბლობასაც უარყობს RHIC–ის (ბატავია, აშშ) ამაჩქარებლის მონაცემებზე დაყრდნობით – სხვათაშორის ეს ის ამაჩქარებელია, რაზეც მუშაობდა და ახლაც მუშაობს ჩენი ჯგუფის დიდი ნაწილი.
სტრეინჯლეტების საფრთხის განხილვისას, ამაჩქარებელ RHIC–ზე გაზომილი ნაწილაკთა წარმოქმნის პარამეტრებისა და თეორიული მოდელების კარგი შეთანხმება და ასევე მარტივი თერმოდინამიკული მოდელების ანალიზი გვაფიქრიბენიბს, რომ ცერნის ამაჩქარბელზე სტრეინჯლეტების წარმოქმნის ალბათობა მძიმე რელატივისტური იონბის დაჯახებისას საკმოად შეზღუდულია და ასევე არ წარმოადგენს საფრთხეს.
მართალია სტრეინჯლეტებზე ამ ორაზროვანმა პასუხმა ცოტა არ იყოს გამაწბილა, მაგრამ LHC–ს უსაფრთხოების გვერზე ნაპოვნმა აბზაცმა კვლავ გამახალისა (http://public.web.cern.ch/Public/en/LHC/Safety-en.html): “უფრო რთულია სტრეინჯ კვაკრეკიბ მიწებება ერმანეთზე ასეთ მაღალ ენერგიებსა და ტემპერატურებზე, რაც ამაჩქარებელში დაჯახებისას წარმოიქმნება, ვიდრე წყალში, რომელიც დუღს ყინულის წარმოქმნა”.
იქაური მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ ამ ყველაფრის გარდა მათ რაღაც მისტიური “ვაკუუმური ბუშტის” ცნებით აწუხებენ ხშირად. ეს ცნება მე კიდევ უფრო ოდიუზურად მეჩვენება, ვიდრე დანარჩენი ორი, თუმცა აქაც წავიკითხოთ აბა რას წერენ წონიანი მეცნიერები:
ზოგიერთი სპეკულირებს იმ თემით, რომ სამყარო არ იმყოფება თავის სტაბილურ მდგომარეობაში და ის შეშფოთებები, რაც შეიძლება LHC–მ გამოიწვიოს გადაისვრის მას უფრო “სტაბილურ” მდგომარეობაში, სრასაც ხშირად “ვაკუუმურ ბუშტს” უწოდებენ და რომელშიც ჩვენ არსებობა არ შეგვიძლია…რამდენადაც ამგავარი სტრუქტურები არსად არ წარქმნილა თანამედროვე სამყაროში, ისინი არ წამოიქმნება ცერნის სინქროფაზატრონშიც.
შესაბამისად აქ ისევ ჩნდება კოსმოსური სხივების თემა – მათ სომ გაცილებით დიდი ენერგია გააჩნიათ, ვიდრე ნებისმიერ ამაჩქარებლზე მივიღებთ? თუნდაც აქტიური გალაკტიკის ცენტრებიც ხომ უზარმაზარ ამაჩქარებლებს წარმოადგენენ, რატომ იქ არ ჩნდება მსგავსი სტრუქტურები? – საბოლოოდ ამ ყველაფერს ნეგატიურ პასუხამდე მივყავართ ამ საფრთხისთვისაც.
საბოლოოდ კი ასეთი პანიკის ატეხვას ისევ და ისევ წყარომდე მივყავართ, ვინაა მისი ავტორი? მისი ავტორები კი როგორც სჩანს ის ადამიანები არიან, ვისაც არ გააჩნიათ რელაური ცოდნა სფეროში და მეცნიერების მიღწევისაგან თვითნაც უნდათ პოპულარობისა და ფულის მოხვეჭა. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ისინი ადრეც “წინ აღუდგნენ” ერთ–ერთი ამაჩქარებლის პროექტს, რომელიც 2000 წელს შევიდა ექსპლოატაციაში და აგერ 8 წელია გვემსახურება – RHIC – რომელიც წინაზეც კი ვახსენე. მიზეზი კი იგივე იყო – “დედამიწის გადარჩენა”. იმასაც დავატებ, რომ ამ ყველაფერს ძალინ შეუწყო ხელი ამ თემის სამწუხარო პოპულარიზაციამ (ნიუ იორკ თაიმზის სტატია რად ღირს მარტო) და ფართო მასების უცოდინრობამ ამ საკითხზე.
მე, კი იმედი მაქვს, რომ ჩაგისახეთ იმის რწმენა, რომ დედამიწა არ დაიღუპება და ახალი ამაჩქარებელი კარგის მეტს არ მოუტანს კაცობრიობას. ცერნის პირმშო, ინტერნეტიც ხომ ახლა ჩვენს სამსახურში დღესაც და მილიარდობით ადამიანს აკავშირებს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში; ხოლო ახალი ექსპერიემნტი კი რას მოგვიტანს ღმერთმა იცის, იქნებ იმას, რასაც მხოლოდ ფანტასტიკის სფეროთი გატაცებულები წარმოდიგენდნენ ხოლმე?! ვნახოთ, მომავალი წინაა. თუმცა ჩემი გზავნილი თქვენდამი ისევ და ისევ ერთია:
ძალიან ცუდი… ძალიან ცუდი…
არ გვინდა გადარჩენა 🙂
ჩაგვყარეთ ყველანი მზეში!
კარგი სტატიაა, იკა, მაგრამ აი ნახავ, 21 ოქტომბრამდე, რამდენიმე დღით ადრე, მაინც დაიწყება “BlackHolePhobia” 🙂 ეგ ყველაფერი ძალიან კარგი! ისე, სამომავლოდ კი ველით თეორიების განხილვას… ქრონოლოგიურად მიყევი კარგი? ფარდობითობის კერძო, მერე ზოგადი, მერე კვანტური (თავისი ინტერპრეტაციებით) და ბოლოს სიმების თეორია… იმიტომ რომ ძალიან გვაინტერესებს, მე ყოველშემთხვევაში :))
ეს გაიგეთ კაცო?!
ბრიტანული გაზეთ Telegraph–ის ცნობით, Royal Society of Chemistry in London–მა ჩაატარა ინტერნეტ კონკურსი LHC–თვის “უფრო შესაფერისი” სახელის შერჩევაზე. კონკურსის შედეგით კი დღეიდან LHC–ის უნდა დაერქვას “Halo” (!!!!), ამ სახელს კი უკვე მალე Royal Society of Chemistry in London–ი ოფიციალურად შესთავაზებს Cern–ს და Institute of Physics–ს. ინტერნეტ კონკურსის გამარჯვებული გახდა Aaron Borges, Rhode Island, USA, რომელსაც ჯილდოდ გაგაეცა £500 ($892). კონკუსის ორგანიზატორთა განცხადებით, სახელწოდება “Halo”, ყველაზე მეტაჯერ იქნა შემოთავაზებული, ხოლო გამარჯვებული გამოვლენილ იქნა რანდომული წესით ასობით კონკურსანტისგან…
ეხლა მე გეკითხებით თქვენ, რა ჯანდაბაა “Halo” ?! მე საერთოდ არ მომწონს და ყოველთვის სადაც დამჭირდება დავწერ LHC-ის! იმედი მაქვს ცერნში კეთილგონიერებას გამოიჩენენ და ასეთ სერიოზულ პროექტს, ასეთ არასერიოზულობას არ დაარქმევენ! ესეც ლინკი:
[url]http://www.telegraph.co.uk/earth/main.jhtml?view=DETAILS&grid=&xml=/earth/2008/09/17/scilhc117.xml[/url]
“Halo”…. თფუ! 🙂
გადავრჩით 😀
მეც როგორ მაღიზიანებს, არამცოდნეები და მითუმეტეს არამკითხეები რომ ერევიან მეცნიერებაში.
დაიწყებენ რაღაცეების ბოდვას, ვერც გებულობენ ახსნილს და ხელს გიშლიან…
კარგი სტატია იყო, ირაკლი 🙂
Dzaan karg statiaa, aplodismentebi : )
გმადლობთ, ვეცდებით ახალი სტატიები ხშირად განვათვსოთ.
მადლობა! BEVR RAMES, RAC CHEMTVIS SAINTERESO IKO, AXLA SXVANAIRAD VUKUREB. ME MGONI, SAMKAROS SHEQMNA IMDENAD MASHTABURI PROCESI IKO DA IMDENAD UZARMAZARI ENERGIIS FONZE MIMDINAREOBDA, ROM PRAQTIKASHI MISI GANXORCIELEBA (SAERTOD) SHEUDZLEBLAD MIMACHNIA!