მზის რადიაციული ველის შესახებ ალბათ ბევრი გსმენიათ და იცით თუ რა ზეგავლენა აქვს მას მზის სისტემის ობიექტებზე. აღმოჩნდა რომ იგი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვარსკვლავთშორის სივრცესთან ურთიერთქმედებაშიც.
მეცნიერებმა დიდი ხანია იციან რომ მზის სისტემას, მზის მაგნიტური გამოსხივების სარტყელი აკრავს გარშემო, თუმცა დეტალურ ინფორმაციას ამ სარტყელის თვისებებზე აქამდე არ ფლობდნენ.
შარშან შემოდგომაზე, NASA-ს მეცნიერებმა მოულოდნელი ინფორმაცია მიიღეს IBEX (Interstellar Boundary Explorer) ხელოვნური კოსმოსური თანამგზავრიდან. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, IBEX-მა შეძლო დაეფიქსირებინა ემისიური ნაწილაკების მიერ წარმოქმნილი ველი. მიუხედავად იმისა, რომ მზის სისტემის ამ სექტორს კიდევ ორი ხელოვნური თანამგზავრი (Voyager 1; Voyager 2) აკვირდებოდა, აღნიშნული მაგნიტური ველის დაფიქსირება მათ ვერ შეძლეს; განსხვავებით IBEX -სგან, რომელიც დედამიწის ორბიტაზეა განთავსებული და მის გარშემო ბრუნავს. ეს საშუალებას იძლევა ნაწილაკების გამოსხივება აღქმულ იქნას პრაქტიკულად ყველა კუთხიდან, რაც საბოლოო ჯამში იძლევა მზის რადიაციული სარტყლის მთლიან სურათს.
IBEX-ის მიერ მოწოდებულ სურათზე ეს სარტყელი კარგად ვიზუალიზდება. მისი ფორმა მეცნიერებს აძლევს საშუალებას, ვარაუდი გამოთქვან არამარტო მზის რადიაციული სარტყლის თვისებებზე, არამედ მის გარემომცევლ ვარსკვლავთშორის სივრცეზე. უკანასკნელი გამოკვლევებით დადგინდა რომ სარტყელი წარმოადგენს მზიდან გამოტყორცნილი ნაწილაკების ანარეკლს, ხოლო არეკვლას იწვევს ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან წამოსული გამოსხივება. გამოითქვა მოსაზრება, რომ მზის ეს სარტყელი იცავს მზის სისტემის პლანეტებს ღია კოსმოსური სივრცის რადიაციისგან და საპლანეტათშორისო მტვრისგან.
როგორც ცნობილია, ისევე როგორც დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, მთელი მზის სისტემაც ბრუნავს გალაქტიკის ცენტრის გარშემო. მოცემულ მომენტში მზის სისტემა იმყოფება ჩვენი გალაქტიკის ყველაზე რთულ მონაკვეთზე, ასე რომ ჩვენი მზის რადიაციულ სარტყელს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი არსებობისთვის, რადგანაც თუ იგი შესუსტდება, გალაქტიკის ძლიერი რადიაციული გამოსხივება, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დედამიწის კლიმატზე.
IBEX კი აგრძელებს სარტყელის შესწავლას. მეცნიერები იმედოვნებენ რომ სარტყელის დინამიურ ცვლილებებზე დაკვირვება, უფრო მეტ ნათელს მოჰფენს მზის და გალაქტიკის ცენტრის გამოსხივების ურთიერთქმედებებს.
მშვენიერი სტატიაა ლუკა. მომეწონა! 🙂
გმადლობთ იკა 🙂
მიკროსამყაროს II ნაწილს როდის ვიხილავთ? =)
ჩემს კომპიტერში მწნილდება 🙂 ზომაში დიდი გამოვიდა, თან ცოტა რედაქტირებაც უნდა… მალე დავდებ.
ეჰ ახალი სტატიები აღარ ჩანს 😦
მშვენიერი პოსტია :):)